ლიბიის ხელისუფლებამ 21 ივლისს ნედლი ნავთობის ექსპორტი განაახლა სამთვიანი შესვენების შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Africa News.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „მატალა“ მიადგა ალ-სიდრას ტერმინალს, რათა გააგზავნოს იტალიაში მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი.
ნაციონალური სანავთობო კორპორაციის (NOC) ინფორმაციით, ორ სხვა ტანკერს Nissos Sifnos და Crudemed, რამოდენიმე დღით ადრე უნდა გაეგზავნათ 1,6 მილიონი ბარელის
ზუეიტინა-რას-ლანუფის ტერმინალებიდან.
ეროვნული ერთიანობის მთავრობის ხელმძღვანელმა მუჰამედ ჰამუდმა განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტი მიდიოდა მშვენივრად და მუდმივად იზრდებოდა მთელი დღის განმავლობაში.