ლიბიის აღმოსავლეთით მოქმედმა ლიბიის ეროვნულმა არმიამ განაცხადა, რომ 2,5 ტონა ურანი, რომელიც ხუთშაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დაკარგულად გამოაცხადა, ნაპოვნია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გენერალ ხალედ ალ-მაჰჯუბმას თქმით, ურანის კონტეინერები სამხრეთ ლიბიაში, იმ ადგილიდან 5 კილომეტრის დაშორებით, აღმოაჩინეს, სადაც ისინი დაკარგვამდე ინახებოდა. დაკავშირებით დაკავშირებით IAEA-ს ამ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ IAEA-ს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 2,5 ტონა ბუნებრივი ურანის დანაკარგი, რომელიც სებაში, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 660 კილომეტრში ინახებოდა.
ამ ნივთიერების თითოეული ტონა - სწორი ტექნოლოგიით - შეიძლება გადამუშავდეს 5,6 კგ იარაღის კლასის მასალად, რომელიც შესაფერისია ატომური ბომბის შესაქმნელად.
საერთო ჯამში, სხვადასხვა შეფასებით, ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის დროს (1969-2011) დაახლოებით 1000 ტონა ურანის კონცენტრატი დააგროვა. 2003 წელს, ერაყში აშშ-ის შეჭრის შემდეგ, მან საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ლიბიის ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ, ხოლო 2009 წელს საერთაშორისო ინსპექტორებმა ქვეყნიდან ამოიღეს გამდიდრებული ურანის ბოლო მარაგი. თუმცა, გაეროს მონაცემებით, 2013 წელს სებჰაში დაახლოებით 6,4 ათასი ბარელი ურანის კონცენტრატი ინახებოდა.