საიტმა EastFruit.com მორიგი კვლევა ჩაატარა, რომელიც თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის განყოფილებების მდგომარეობას შეეხებოდა.
მსგავსი კვლევა 2019 წლის ნოემბერშიც ჩატარდა , ამჟამინდელი კვლევის მიზანი იყო შედეგების შედარება და დინამიკაზე დაკვირვება.
კვლევა რამდენიმე კრიტერიუმს ეფუძნება - ხილ-ბოსტნეულის ასორტიმენტი, პროდუქციის ხარისხი, განყოფილების კომფორტულობა მომხმარებლებისთვის და ფასები.
2019 წლის ნოემბერში რეიტინგის ლიდერი Carrefour-ი გახდა, თუმცა 1 წლის შემდეგ ის მხოლოდ მე-9 ადგილზეა. პოზიციების ასეთი მკვეთრი გაუარესება ხარისხის ვარდნამ და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია.
Libre რეიტინგის მე-7 ადგილიდან მე-2-ზე ავიდა - ქსელმა წინსვლა ყველა კრიტერიუმში აჩვენა, პროდუქციის ასორტიმენტის გარდა. საყურადღებოა, რომ 2020 წელს ყველაზე იაფი ხილ-ბოსტნეული სწორედ Libre-ში იყო. ავოკადოც კი იქ 30%-ით იაფი იყო, ვიდრე საშუალოდ თბილისში.
რეიტინგში „მაღაზია სახლის გვერდით „ნიკორამ“ „აგროჰაბს“ გაუსწრო, პირველ რიგში ხარისხის ზრდის ხარჯზე, თუმცა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების კუთხით, ის მაინც ჩამორჩება.
გასულ წელთან შედარებით, „აგროჰაბის“ მიდგომა არ შეცვლილია - ქსელი ასორტიმენტის კუთხით ისევ ლიდერობს, თუმცა, ხარისხის კუთხით აშკარა ვარდნა აქვს.
გაიუმჯობესა პოზიციები „ორმა ნაბიჯმა“, რომელიც 2019 წელს ბოლო ადგილზე იყო - ხარისხი და ასორტიმენტი გაუმჯობესდა, მაგრამ ამავე დროს ფასებიც გაიზარდა.
გაუარესდა ხილ-ბოსტნეულის სექციის მდგომარეობა „გუდვილში“ - ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, სამაგიეროდ, ხარისხიც დაეცა. ამის შედეგია - რეიტინგში ბოლო ადგილი.
კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წელს კონკურენცია ძირითადად ფასების და ხარისხის შეფარდების კუთხით ვითარდებოდა. ამავე დროს ყველა ქსელში მომსახურეობის დონე გაიზარდა, თუმცა, მყიდველის სწორ ინფორმირებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა - ხშირ შემთვევაში პროდუქტის ფასი არასაკმარისად გასაგებადაა მითითებული, ხოლო საქონელი სათანადოდ წარდგენილი არ იყო.
თბილისში სხვადასხვა სავაჭრო ქსელებს სხვადასხვა პოზიციები უჭირავთ.
მაგალითად, „ფრესკო“ მყიდველებს მაღალ ხარისხს და ოპტიმალური ფასებს სთავაზობს, „ნიკორა“ მაღალ ხარისხს და ფართო ასორტიმენტს, მაგრამ ფასებიც შედარებით მაღალია, თუმცა, პრემიალური სეგმენტისთვის მას ასორტიმენტის მრავალფეროვნება აკლია.
სამი ქსელი – Goodwill, Spar, Carrefour — გამოირჩევიან მაღალი ფასებით და დაბალი ხარისხით.
სუპერმარკეტების ქსელი „ლიბრე“ იაფფასიან და საშუალოს შორის ბალანსირებს. თუ ის ასორტიმენტის გაზრდას მოახერხებს და ამავე დროს ხარისხს შეინარჩუნებს, მას პოზიციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.
თუმცა, „ლიბრეს“პოზიციონირება დღესაც ოპტიმალურია - საშუალო დონის ფასები ღირსეული ხარისხის პირობებში - ეს ხომ წარმატების საწინდარია
„არგოჰაბს“ კი საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწევს, რადგანაც ხარისხის ვარდნა მის გაყიდვებზე შესაძლოა ცუდად აისახოს - ეს ქსელი ყოველთვის პრემიალურ სეგმენტში მუშაობდა და მდიდარ მყიდველებს მაღალი ხარისხით იზიდავდა - მათ შორის ხილ-ბოსტნეულის კუთხითაც.
რა თქმა უნდა, საუბარი არაა იმაზე, რომ დღეს ან ხვალ „აგროჰაბი“ მომხმარებელს დაკარგავს, თუმცა ტენდენცია უარყოფითია, ამიტომაც ამ ქსელისთვის მნიშვნელოვანია პრემიალურ სეგმენტში პოზიციების გამყარება, ეს კი მხოლოდ ხარისხის და ასორტიმენტის გაუმჯობესების გზითაა შესაძლებელი.
EastFruit.com
მარიამ მორგოშია