ლიეტუვაში, ლიეტუვასა და ლატვიას დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე, პარასკევს აფეთქება მოხდა.
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ცეცხლის ალი 50 მეტრს აღწევდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლები, სადაც დაახლოებით 200 ადამიანია, ევაკუირებული იქნა. აფეთქების მიზეზები გაურკვეველია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
როგორც გაზსადენების ლიეტუვური ოპერატორის Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბირკნიუსმა განაცხადა, პირველადმა შემოწმებამ დივერსიის ნიშნები არ გამოავლინა, დამატებითი დეტალები გამოძიების მსვლელობისას გაირკვევა.