სამშაბათს, 4 აპრილს, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსებს უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. აკრძალვა ძალაში იქნება 2024 წლამდე და არ გავრცელდება რუსებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ამის შესახებ reuters-ი წერს.
პარლამენტმა ასევე აკრძალა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა.
გარდა ამისა, ვიზების მფლობელი რუსები და ბელარუსები დაექვემდებარებიან „ინდივიდუალურ გაფართოებულ შემოწმებას“ საზღვარზე, რათა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის.