ლიეტუვამ განაცხადა, რომ მას სურს, გაეროს სასამართლომ გამოიძიოს რუსეთისა და ბელარუსის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები.
Associated Press-ის თანახმად, ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ განაცხადა, რომ წინადადება გაიგზავნა ჰააგის სასამართლოში. მისი თქმით, პროკურორს ეთხოვა, შეაფასოს მოთხოვნა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს.
„უკრაინის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმის ასეთი სასტიკი აგრესიის პირობებში დაუყოვნებლი მოქმედებაა საჭირო,“ განაცხადა დობროვოლსკამ.
ლიეტუვის წინადადებაში ლაპარაკია „კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე“, კერძოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკოზე.
შაბათს უკრაინამ რუსეთს უჩივლა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მან მოსკოვს დაგეგმილ გენოციდში დასდო ბრალი და სასამართლოს სთხოვა, იზრუნოს ინტერვენციის შეჩერებაზე და რუსეთს რეპარაცია გადაახდევინოს.