სანქციების გამო ლიეტუვაში დღეისათვის რუსული და ბელარუსული კომპანიების დაახლოებით 77.88 მილიონი ევრო და 9,46 მილიონი აშშ დოლარია გაყინული - ამის შესახებ ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურმა FCIS — მა განაცხადა.
მათივე ცნობით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, FCIS-მა სანქციები 16 ბიზნესს და ფიზიკურ პირს დაუწესა და ცხრა რუსული კომპანიის, ასევე ექვსი კომპანიისა და ერთი ფიზიკური პირის ფინანსები გაყინა.
FCIS-ის მონაცემებით, ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების ანგარიშებზე გაყინული თანხების ოდენობა 34,91 მილიონ ევროს და 7,68 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საგარეო უწყების მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის სახელდება Inter RAO Lietuva, Lifosa, Eurochem Logistics International, PhosAgro Baltic, Vydmantai Wind Park, IDS Borjomi Europe და ა.შ.