ლიეტუვას შემდეგ ლატვია - უკვე ევროპის 2 ქვეყანამ თქვა უარი რუსულ გაზზე

ლიეტუვას შემდეგ ლატვია - უკვე ევროპის 2 ქვეყანამ თქვა უარი რუსულ გაზზე

access_time2022-07-14 20:00:27

ლატვიამ ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რითაც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ RBC-Ukraine ლატვიურ პორტალ Delfi-ზე დაყრდნობით იუწყება.


ცნობილია, რომ ლატვიის მთავრობა კონცეპტუალურად დათანხმდა რუსეთიდან გაზის მიწოდების აკრძალვას. ამავდროულად, მომავალი ცივი სეზონისთვის გაზის საჭირო მოცულობების უზრუნველსაყოფად, ლატვია გეგმავს გაზის უსაფრთხოების რეზერვების შექმნას.


კანონში ცვლილებები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს ლატვიის პარლამენტის დეპუტატებმა, ადგენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ერთი ოპერატორის ვალდებულებას, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მიწოდების რისკებს და ვალდებულებას, შექმნას ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვები.


მარაგები უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრული მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ თბოსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების ძირითადი სიმძლავრეც.



მიწისქვეშა საცავის ოპერატორმა 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს გაზის შეყვანა იმ მოცულობით, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლები 1-ლი ოქტომბრიდან 30 აპრილამდე პერიოდში.


კანონში ცვლილებების გარდა, ასევე დამტკიცდა ევროკავშირის სხვა წევრებთან თანამშრომლობის სქემები რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის უზრუნველსაყოფად.


1-ლი ივლისიდან ლატვიის გაზის გადაცემის სისტემის მთავარმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ ახალი ტარიფები დააწესა, რის შედეგადაც გაზი 65,6%- 89,9%-ით გაძვირდა - მოხმარების სახეობიდან გამომდინარე. გაზის ტარიფის მატება გამოწვეულია იმით, რომ ლატვიამ ამოწურა რუსეთიდან ადრე შეძენილი გაზის მარაგები და ევროპის ენერგეტიკული ბაზრის ვითარებიდან გამომდინარე, გაზის ძველ ფასებში შეძენის შესაძლებლობა აღარ არის.


ენერგეტიკის შესახებ კანონი ლატვიაში პირველად 1998 წელს მიიღეს. იგი არეგულირებს ენერგიის წყაროების მიღებას, გამოყენებას და შენახვას, ასევე ენერგომომარაგების საწარმოების მუშაობას.


შეგახსენებთ, რომ ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც მთლიანად უარი თქვა რუსულ გაზზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up