ლილოში ყველის ქარხანა „კალტი“ იხსნება -  ინვესტიცია 3,5 მილიონი ლარია

ლილოში ყველის ქარხანა „კალტი“ იხსნება - ინვესტიცია 3,5 მილიონი ლარია

access_time2022-07-12 10:00:21

თბილისში, ლილოში, ნასაგურის დასახლებაში ყველის ქარხანა „კალტი“ იხსნება, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში უკვე პირველი პარტიის გამოშვებას შეძლებს. მისივე თქმით საწარმო, როგორც  ქართულს ასევე  ევროპულ ყველსაც დაამზადებს -  ქარხნის ყველი, სულგუნი, იმერული ყველი, რაც  შეეხება ევროპულს, ასორტიმენტში იქნება, პარმეზანი, მოცარელა და გაუდა.


„ჩვენი საწარმო 1500 კვადრატული მიწის ფართობზეა გაშენებული. მშენებლობა თებერვალში დავიწყეთ. ქარხნის როგორც ტექნიკური ხაზი, ასევე შენობა-ნაგებობა აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით, ამ ეტაპზე საწარმო დასრულებულია. დანადგარების ნაწილს თურქეთიდან, ნაწილს კი ევროპიდან ველოდებით. უკვე აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან პირველი პარტია ყველის გამოშვებასაც  შევძლებთ“, - აღნიშნავს ნიკა ზაუტაშვილი.

 

ქარხანა რძეს ადგილობრივი გლეხებისგან და ფერმერებისგან ჩაიბარებს. როგორც ნიკა ზაუტაშვილი ამბობს, დღეში 10 ტონა რძეს ჩაიბარებს, ხოლო წარმადობა დღეში 2 დან 3 ტონამდე ყველი იქნება.

 

„ამ ეტაპზე საკუთარი ფერმა არ გვაქვს, თუმცა ფერმა ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის და როდესაც საწარმო განვითარდება ფერმაც გვექნება. საწყის ეტაპზე რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან  ჩავიბარებთ, თუმცა ჩვენი მოთხოვნაა, რომ რძე უმაღლესი ხარისხის და სერტიფიცირებული იყოს. რამდენიმე ჩამბარებელი პუნქტი გვექნება“,- აღნიშნა ნიკა ზაუტაშვილმა.

 


კომპანიის  დამფუძნებელი აცხადებს, რომ „კალტის“ წარმოებული ყველი, თავის ადგილს დაიკავებს როგორც  ქართულ, ასევე  საერთაშორისო ბაზრებზე, მისივე თქმით უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ევროპის, ამერიკის და ჩინეთის ბაზრებთანაც.

 

„მოლოდინები ადგილობრივ ბაზარზე დიდია, ასევე დიდ  მოლოდინებს  ვამყარებთ სხვა ქვეყნის ბაზრებთანაც. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აშშ-სთან, ჩინეთთან და  ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს, პირველ ეტაპზე  თბილისში მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, მოგვიანებით მაღაზიებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავხსნით“, - აცხადებს ნიკა ზაუტაშვილი.



მთლიანი პროექტის ინვესტიცია 3,5 მილიონ ლარს მოიცავს და პროექტი „თიბისი ბანკისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით გაკეთდა. როგორც ნიკა  ზაუტაშვილი აღნიშნავს დამფუძნებლების თანადაფინანსება 40%-ია.  კომპანია 40 ადამიანს ასაქმებს.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up