საფრანგეთში, ქალაქ ლიონის გარეუბანში, შვიდსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია. დაშავებულია 14.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ხანძარი ბოლო წლების განმავლობაში, მსგავს ინციდენტებს შორის, ყველაზე ტრაგიკული იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.