თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა, ბოლო ვაჭრობის დროს ის დოლართან მიმართებით 19,02 ლირამდე გაუფასურდა. საბირჟო ვაჭრობების ონლაინ მონაცემებით კი 16 მარტს თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 18,98 ლირამდე დაეცა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა დოლართან 18,80–18,88 დიაპაზონში მერყეობდა, თუმცა 10 დღის წინ დაიწყო 19–იან ნიშნულთან მიახლოება.
2022 წელს თურქეთში ერთი წლით ადრე დაწყებული ეკონომიკური კრიზისი გამძაფრდა. კერძოდ, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდა ლირის გაუფასურებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე. 2022 წელს ლირამ დოლართან მიმართებაში ღირებულების დაახლოებით 30% დაკარგა.
2023 წელს თურქეთის ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორი იყო დამანგრეველი მიწისძვრების სერია.