ლისის ადმინისტრაციული ერთეულში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება. რიგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ა(ა)იპ მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური გზებზე ტექნიკურ მარილის დაყრის სამუშაოს ახორციელებს.
დილიდანვე იყრება მარილი ქვედა და ზედა მუხათწყაროს ცენტრალურ გზებზე. ტექნიკური მარილი ასევე, დაიყრება სოფელ ლისში მიმავალ ცენტრალურ გზაზე.