ლიტერატურული პრემია „საბას“  2021 წლის ფინალისტები ცნობილია!

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია!

access_time2021-06-28 11:40:00

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ჟიურიმ 260 წიგნი განიხილა და წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.



2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:



1. საუკეთესო რომანი


2. საუკეთესო პოეტური კრებული


3. საუკეთესო პროზაული კრებული


4. საუკეთესო პიესა


5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა


6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი


7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა


8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი


9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.


ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4500-მდე წიგნი განიხილა, 172 პრემია გასცა და 139 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 21 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).



ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები არიან:



წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:


1. ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)


2. ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)


3. კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)


4. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)


5. ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)



წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:


1. ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)


2. ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)


3. გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი)


4. ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი)


წლის საუკეთესო პიესა:


1. ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი)


2. პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)


წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:


1. არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)


2. ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)


3. მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)


4. გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი)


5. გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი)


6. გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი)


7. ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)



წლის საუკეთესო პროზაული კრებული:


1. რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი)


2. გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)


3. ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)


წლის საუკეთესო პოეტური კრებული:


1. ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)


2. თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge)


3. ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი)


4. ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი)


5. ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი)


6. ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი)



წლის საუკეთესო რომანი:


1. თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)


2. ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა)


3. ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი)


4. შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L)


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up