„ლიტერატურულმა კამპუსმა მომცა შესაძლებლობა,  დამემყარებინა კონტაქტი ცნობილ ქართველ მწერლებთან და თანატოლებთან“

„ლიტერატურულმა კამპუსმა მომცა შესაძლებლობა, დამემყარებინა კონტაქტი ცნობილ ქართველ მწერლებთან და თანატოლებთან“

access_time2021-08-23 10:45:47

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ ორი სტუდენტური კამპუსი მოეწყო, რომელმაც ლიტერატურითა და კინოთი დაინტერესებულ, 80 სტუდენტს უმასპინძლა.

 

კამპუსის მონაწილე სტუდენტები ქართველ მწერლებს, რეჟისორებსა და კინომცოდნეებს შეხვდნენ, რომლებიც თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურისა და კინოს შესახებ, ამ სფეროებში მიმდინარე პროცესებზე, გავლენებსა და მათ მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. კამპუსი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

 

სტუდენტებისთვის, ასევე გაიმართა კინოჩვენებები, განხილვები, შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები და სხვა აქტივობები. 

 

პროექტი თელავის რაიონის სოფელ ართანაში, ორ ნაკადად ჩატარდა იმ ემოციებსა და შტაბეჭდილებებს,  რაც კამპუსმა სტუდენტებს მოუტანა, თავად მონაწილეები გვიზიარებენ.  

 


თაკო ციმინტია, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და  მომავალი ფსიქოლოგია. მისთვის კამპუსში მონაწილეობის მთავარი მოტივი, გამორჩეული ადამიანების გამოცდილების გაზიარება იყო. „ინტერაქციულმა გარემომ დამარწმუნა იმაში, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. კამპუსის წევრები, თითქოს, უნივერსალური ფაზლის წევრები ვართ, ამ ეტაპზე კი, ლიტერატურისადმი ლტოლვამ დაგვაახლოვა.  ტუტორების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ და გულწრფელმა რჩევებმა, ჩემში გააღვივა მიძინებული მოტივაცია - მცდელობის შეუწყვეტლობის შესახებ. მათი დამსახურებაა, რომ ხელახლა ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და ვიპოვე ის პატარა ჭანჭიკი, რომელიც წარმატების გზაზე გამიყვანს”-, ამბობს ის.

 

კიდევ ერთი მონაწილე გიორგი ქენქაძე საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი თქმით, მართალია ის უვე მესამე კურსზეა, თუმცა, პანდემიის გამო, წელიწადნახევარია, აუდიტორიაში არ ყოფილა. „მარგარეტ მიტჩელი ნუ მიწყენს და ჩემს თაობას “სტუდენტობაწაღებულებს ვუწოდებ. ზოგადად, თუ წიგნთან მწყრალად არ ხართ, ალბათ, ლიტერატურულ კამპუსში მონაწილეობას, თქვენთვის ყველაფრის მოცემა შეუძლია, რაც ზაფხულის თავისუფალ დროს შეიძლება მიიღო. მით უფრო, “უუნივერსიტეტობის” ჟამს, აუცილებელია, რომ არ გავჩერდეთ“ ამბობს გიორგი და დასძენს -„თბილისი რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, ეგ ხომ თავისთავად დიდი ამბავია, ჰოდა, კამპუსიც, ზუსტად ისე იყო ორგანიზებული, როგორც არ მოვლენას შეესაბამება.”

 

აკა ქერქაძე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. როგორც ის აბობს, სტერეოტიპულად მიჩნეულია, რომ ტექნიკური საგნებისადმი მიდრეკილ ადამიანს, შეიძლება, ლიტერატურა არ აინტერესებდეს, რაც მის  შემთხვევაში, ასე არასდროს ყოფილა. „ზაფხულის პერიოდში ვცდილობ, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვას დავუთმო, სწავლის პერიოდში კი პატარა ნოველებითა და მოთხრობებით ვეცნობი სხვადასხვა ავტორს. პროფესიული არჩევანიდან გამომდინარე, თითქმის არასდროს მქონია შეხება ლიტერატურის მოყვარულ, ჩემი ასაკის ადამიანებთან. ლიტერატურის კამპუსის გარემო, ჩემთვის იყო შესაძლებლობა, მოვწყვეტილიყავი ყოფით, თითქმის რუტინულ ცხოვრებას, პირისპირ მქონოდა ურთიერთობა ცნობილ ქართველ მწერლებთან და დამემყარებინა კონტაქტი ახალ ადამიანებთან.  კამპუსელებისგან ლიტერატურის შესახებ ბევრი რამ გავიგე და ბევრი წიგნის რეკომენდაციაც მივიღე. დიდი იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მხოლოდ ამ შვიდი დღით არ შემოიფარგლება და  ხანგრძლივ, საინტერესო ურთიერთობებს ჩაეყრება საფუძველი“, - გვიზიარებს აკა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი ანა, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს. ამბობს რომ, მისთვის თანამედროვე ქართული ლიტერატურა ნაკლებად ახლობელი იყო, კამპუსმა კი ინტერესი გაუღვივა თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებისადმი. მე ახალგორიდან ვარ და საინტერესო იყი სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივის მოსმენა ამბის თხრობაზე, ომზე და ლიტერატურაზე სემინარების განმავლობაში“,- აღნიშნავს ანა. თაკო წულაია კი, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობას ეუფლება, ამბობს რომ საკუთარი თავი ლიტერატურის სიყვარულის გარეშე არ ახსოვს.



„ლიტერატურა ჩემთვის საკუთარ თავთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის, კონკრეტული ადამიანისა და ზოგადად, ადამიანური ბუნების გაცნობის საშუალებაა. საბედნიეროდ, ლიტერატურულმა კამპუსმა შეითავსა ყველაფერი ის, რაც ლიტერატურაში მიყვარს და რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, პანდემიისას, გაიშვიათდა. ვგულისხმობ ურთიერთობებს, განსხვავებული ადამიანების გაცნობის, თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრისა და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას. ესაა გამოცდილება, რომელმაც ერთმანეთთან და ტექსტებთან დაგვაახლოვა.“

 

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც  საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას  აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

 (R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up