„მსოფლიოს ლოგისტიკურ ჯაჭვში დიდი ცვლილებებია, საქართველოს სარგებელი დანაკარგს გადაწონის“ - სოსო არჩვაძე

„მსოფლიოს ლოგისტიკურ ჯაჭვში დიდი ცვლილებებია, საქართველოს სარგებელი დანაკარგს გადაწონის“ - სოსო არჩვაძე

access_time2022-06-16 13:00:09

რეგიონში მიმდინარე ომმა დისონანსი არა მარტო ქართულ ეკონომიკაში შემოიტანა, მთლიანად გადააწყო გლობალური ბაზრები და მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ დანაკარგთან შედარებით, სარგებელი გაცილებით მეტია, თუკი არსებულ გამოწვევებს საქართველო წარმატებით გაართმევს თავს და საკომუნიკაციო კავშირებს სწორად გამოიყენებს.

 

შესაბამისად, სტატისტიკოსს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც პოზიტიური მოლოდინი აქვს და დასძენს, რომ ორნიშნა მაჩვენებლით საქართველოს ეკონომიკა ვერ გაიზრდება, თუმცა ზრდისკენ აღებულ ტრენდს არ გადაუხვევს.

 

,,ომს დისონანსი შემოაქვს ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში და დალაგებული კავშირ-ურთიერთობების  შეცვლას იწვევს. ეკონომიკის ზოგიერთი დარგი მნიშვნელოვნად იზღუდება, ზოგიც პირიქით, იზრდება. მცირე მასშტაბით, მაგრამ ზრდას ჰქონდა ადგილი პანდემიის დროს, როცა მკვეთრად შემცირდა ტურიზმის სფერო, მაგრამ გაიზარდა სამედიცინო სფერო, განსაკუთრებით  წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების წარმოება. საომარი ვითარება პირდაპირ არ ეხება საქართველოს, მაგრამ ხდება მიწოდების ჯაჭვის გადალაგება, ახალი ურთიერთობების  ჩამოყალიბება, ამ პირობებში საქართველომ გარკვეული სარგებელიც შეიძლება ნახოს.  მხედველობაში მაქვს ის სატრანსპორტო, საკომუნიკაციო  კავშირები,  ტვირთნაკადები, რომლებიც ადრე რუსეთში გადიოდა და ახლა არის საშუალება, საქართველოზე გადმოეწყოს“, - აცხადებს არჩვაძე.


ამასთან, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ექსპანსია საკმაოდ ამბიციურია და ქვეყანა თანდათან შეძლებს საგარეო ბალანსის გამოსწორებას.



„სირთულეების და არასტაბილური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ექსპორტის ზრდა. მართალია, წინა წელთან შედარებით, აპრილში, დაახლოებით, 10%-ზე ოდნავ მეტი ზრდა გვაქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 2021 წლის აღნიშნულ თვეში გვქონდა საკმაოდ სოლიდური მატება, 2020 წლის აპრილთან შედარებით. თუ შევადარებთ პანდემიამდელ, 2019 წლის აპრილის დონს, მიმდინარე წლის აღნიშნულ თვეში გვაქვს უკვე 337%-იანი ნახტომი. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო მაღალია, სადღაც 74%-ით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ მონაცემებს. ცალსახად ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ადასტურებს, ჯერ ერთი - მაღალ ტემპს, მეორე - სტაბილურ განვითარებას და მესამე – მდგრადობას, გარე გამოწვევებთან მიმართებით.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ შევამცირეთ ექსპორტი უკრაინასა და რუსეთში, გასაგები მიზეზების გამო. დაახლოებით, 30%-ით ნაკლები ექსპორტი გვაქვს წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ფაქტის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოსთან მაინც გვაქვს საკმაოდ სოლიდური ვაჭრობა. თუ რუსეთსა და უკრაინას გამოვრიცხავთ, ექსპორტის 59.7%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული გვაქვს საგარეო ვაჭრობა. ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ კონკურენტუნარიანობას, ქვეყანაში მეტ დასაქმებას, საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და ნაკლები ვალუტის გადინებას“, - აცხადებს არჩვაძე.


ამდენად, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს,  ფრთხილი პოლიტიკით საქართველო შეძლებს, საკმაოდ მაღალი ტემპით იმოძრაოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ამცირებენ გლობალური ზრდის ტემპს, მაგრამ საქართველოს ზრდის ტემპი შეიძლება გაიზარდოს, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა 2022 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის ვარაუდით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა მხოლოდ 2.9%-ით შეძლებს გაზრდას, რაც რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.



საგულისხმოა, რომ ომის დაწყებამდე, იანვარში, მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 4.1%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ და სურსათის, საქონლისა თუ ენერგორესურსების გაძვირებამ მოლოდინების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

                                     

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში (მაისი) საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა. იანვარი-აპრილის საშუალო მაჩვენებელი კი, 10.8%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up