შეერთებული შტატების შეფასებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომი „სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით“ მოიგოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„გამარჯვების უნარის თვალსაზრისით - გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია გაიმარჯვო. მათ სჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ - მათ - შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა, და ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და გავაგრძელებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია,“ - განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.