ლოკდაუნის პერიოდში ოჯახების სახლში დარჩენის შედეგად გლობალურად „ლეგოს“ გაყიდვები გაიზარდა

ლოკდაუნის პერიოდში ოჯახების სახლში დარჩენის შედეგად გლობალურად „ლეგოს“ გაყიდვები გაიზარდა

access_time2021-03-10 17:50:00

მსოფლიოში ლოკდაუნის პერიოდში „ლეგოს“ გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. როგორც დანიური „ლეგოს“ სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ნილს კრისტიანსენი ამბობს, წლების განმავლობაში ჩადებულმა ინვესტიციებმა შედეგი პანდემიის წელს გამოიღო. გაუმჯობესებული ონლაინ გაყიდვების სისტემის და ახალი დიზაინის სათამაშოებს წარმოებამ გაამართლა. ცნობისთვის, „ლეგომ“ გამოუშვა ასაწყობი რობოტებიც, რომელთა დაპროგრამება და მართვა სმარტფონებიდანაც შეიძლება.


„კორონავირუსმა დააჩქარა ტენდენცია, რომელიც ისედაც არსებობდა. უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო ონლაინ შოპინგში. ჩვენ დავინახეთ, რომ უფრო მეტი ოჯახი დაკავდა სახლში შვილებთან ერთად ლეგოების აწყობით“, – განაცხადა კრისტიანსენმა.


„ლეგოს“ გაყიდვები გასულ წელს 13%-ით გაიზარდა და $6.98 მილიარდს მიაღწია. 2019 წელს ზრდა 6% იყო. გარდა ამისა, Lego.com-ზე ვიზიტორების რაოდენობამ გასულ წელს მილიარდის მეოთხედს გადააჭარბა.


კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, 2021 წლის განმავლობაში ისინი აპირებენ რამდენიმე ასეული თანამშრომლის დამატებას, იმისთვის რომ კომპანიის გაციფრულების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარონ.



ცნობისთვის, კომპანიამ ფიზიკური მაღაზიების რაოდენობა 134-ით გაზარდა, მათ შორის 91 ახალი მაღაზია გახსნა ჩინეთში, რომელიც „ლეგოს“ უმსხვილესი ბაზარია. 2021 წელს, მსოფლიოს მასშტაბით „ლეგოს“ კიდევ 120 ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება, მათ შორის 80 – ჩინეთში.



forbes.ge




თეგები:
ლოკდაუნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up