ლოქდაუნის პერიოდში გაჩერებული კომპანიების 18% გაკოტრდა

ლოქდაუნის პერიოდში გაჩერებული კომპანიების 18% გაკოტრდა

access_time2021-08-19 10:00:09

მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა, რომელიც ლოქდაუნის პერიოდში გაჩერებული იყო, საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო, ასეთი  დაახლოებით 18%-ია.  მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, 2020 წელს კომპანიების 30% გაკოტრებული იყო, აქედან ნახევარზე მეტი ვერ გადარჩა. 

 

„გაჩერებული კომპანიებიდან მცირე ნაწილმა გააგრძელა მუშაობა, მაგრამ ეს მათი კეთილდღეობის ხარჯზე არ მომხდარა. უბრალოდ, გაკოტრებას გადაურჩნენ. მათ უმეტესობას ამისთვის დამატებითი სესხი დასჭირდა, საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ გაეზარდათ ხარჯი, ხოლო  შემოსავალი, მინიმუმ, შეუმცირდათ. დღესდღეობით თუ ვინმე საქმიანობას აგრძელებს, არ ნიშნავს, რომ შუქი აანთო ბიზნესმა და უცებ ფული გაჩნდა, ასე არ არის. გახსნას შემოსავლების კლება და პრობლემა დახვდა. ძირითადად სარესტორნო ბიზნესს ვგულისხმობს. ისინი ყოველთვის წინა ხაზზე იყვნენ და პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ მათ დაარტყა“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე.

 

მისი თქმით, ბიზნესისთვის ახლა მთავარია, ისწავლოს კოვიდთან თანაცხოვრება და არა მისგან დისტანცირება. თანაცხოვრება კი არის პირბადე, ოჯახური ვიზიტებისგან, დაბადების დრღისა და ქორწილებისგან თავის შეკავება და სხვა. ასოციაციის ხელმძღვანელი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბიზნესი არ უნდა დაიკეტოს, როგორიც არ უნდა იყოს ეპიდვითარება ქვეყანაში.


 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ ჭელიძე აცხადებდა, რომ მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული.  მაისის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო ერთ წელში 1704 კომპანია აღირიცხა, რომელმაც ოპერირება სრულად შეწყვიტა. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up