„აჭარა ჯგუფი“ რესტორნებსა და კაფეებს დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით.
Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს.
ჩვენი სტუმრების და თანამშრომლების ჯანმრთელობა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ზუსტად დაგვენერგა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები და რეგულაციები. აქედან გამომდინარე ჩვენთან სტუმრობისას გარკვეულ ცვლილებებს შენიშნავთ.
ჩვენი ყველა შენობის შესასვლელში დაგხვდებათ დეზობარიერები და გავივლით თერმო-სკრინინგს. პირბადეების ტარება კი აუცილებელია დახურულ სივრცეებში. ფიზიკური დისტანცირების უზრუნველსაყოფად ჩვენ რესტორნებში შევამცირეთ მაგიდების რაოდენობა და აგრეთვე თითოეულ მაგიდასთან სტუმრების დასაშვები რიცხვი.
ასევე, რეკომენდაციების გათვალისწინებით მოგიწოდებთ, რომ რესტორნებში სტუმრობამდე დაგვიკავშირდეთ და დაჯავშნოთ მაგიდა.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და მოხარულები ვართ, რომ კვლავაც გვექნება შესაძლებლობა ერთად შევქმნათ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის გამოცდილებები“-აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“