ლონდონელები წელიწადში საცობში 156 საათს ატარებენ - ნახეთ ქალაქების რეიტინგი, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა

ლონდონელები წელიწადში საცობში 156 საათს ატარებენ - ნახეთ ქალაქების რეიტინგი, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა

access_time2023-01-14 12:00:21

მობილობის და მანქანების სერვისების მსოფლიო ლიდერმა კომპანია INRIX, Inc.-მა, 2022 წლის გლობალური ტრაფიკის ანგარიში გამოაქვეყნა და დაასახელა ქალაქები, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა. 

 


ზედიზედ მეორე წელია, ლონდონი ამ სიის სათავეშია. გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები წელიწადში საშუალოდ საცობში 156 საათს ატარებენ. რაც პანდემიამდე შედეგს 5 %-ით აღემატება.


 

ლონდონში მგზავრობა მძღოლს საშუალოდ 1377 ფუნტი სტერლინგი უჯდებოდა. INRIX-ის მონაცემებით, დანახარჯების მიხდევით დიდ ბრიტანეთში, ლონდონს ბრისტოლი (£805) და მანჩესტერი (£742) მოსდევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნავთობის მაღალი ფასების გამო მგზავრები საწვავში 2022 წელს 212 ფუნტ სტერლინგზე მეტს იხდიდნენ.

 

  

გადატვირთული ქალაქების რეიტინგში ლონდონს ჩიკაგო მოსდევს. სადაც მგზავრები საცობში წელიწადში დაახლოებით 155 საათს ატარებენ. ათეულში ოთხი ქალაქი აშშ-დანაა. რეიტინგში მოხვდა ასევე საფრანგეთის, კანადისა და კოლუმბიის დედაქალაქები.


 

 

ქალაქების ათეული, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა ასე გამოიყურება:

 

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო – საცობში ატარებენ 156 საათს;

ჩიკაგო, ამერიკის შეერთებული შტატები – 155 საათს;

პარიზი, საფრანგეთი – 138 საათს;

ბოსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები – 134 საათს;

ბოგოტა, კოლუმბია – 122 საათს;

პალერმო, იტალია – 121 საათს;

ტორონტო, კანადა – 118 საათს;

ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები – 117 საათს;

მონტერეი, მექსიკა – 116 საათს;

ფილადელფია, ამერიკის შეერთებული შტატები – 114 საათს.


თეგები:
საცობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up