ლონდონელმა იურისტებმა ახალი სანქციებისთვის ასობით რუსის უცხოური აქტივები უფასოდ დაადგინეს

ლონდონელმა იურისტებმა ახალი სანქციებისთვის ასობით რუსის უცხოური აქტივები უფასოდ დაადგინეს

access_time2022-06-09 14:50:00

ლონდონის „სითის“ კომპანიებში მომუშავე ბრიტანელმა იურისტებმა ასობით გახმაურებული რუსის უცხოური აქტივები დაადგინეს, რომლებიც შესაძლოა, დასავლური სანქციების შემდეგი სამიზნეები გახდნენ. ინფორმაციას Bloomberg ამ სამუშაოში მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი ბრიტანული კომპანიები მონაწილეობდნენ რუსების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სიაში რუსეთის მაღალი რანგის, მაგრამ არც ისე საჯარო ოფიციალური პირები და სამხედრო მოსამსახურეები შედიან, რომლებიც ლონდონსა და სამხრეთ საფრანგეთში მილიონობით ფუნტის ღირებულების უძრავ ქონებასა და სხვა აქტივებს ფლობენ. იურისტები, ასევე, ამოწმებენ რუსების სხვა საერთაშორისო კავშირებს, მათ შორის ინფორმაციას მათი შვილების შესახებ, რომლებიც უცხოურ კერძო სკოლებში სწავლობენ.


Bloomberg წერს, რომ კიევმა თავდაპირველად ეს ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში მომუშავე უკრაინელი დიპლომატებისგან გამოითხოვა, რომლებმაც, თავის მხრივ, ლონდონის „სითის“ ერთ-ერთ კომპანიას მიმართეს. მოგვიანებით მუშაობას რამდენიმე სხვა კომპანიაც შეუერთდა. იურისტებმა გამოჟონილი მონაცემები გამოიყენეს, როგორიც არის „პანამის არქივის“ დოკუმენტები. მათ ეს მასალა სხვა წყაროებთანაც გადაამოწმეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, იყო თუ არა ქონება კანონიერად მოპოვებული.


ორი კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც რუსული აქტივების ძიებაში მონაწილეობდნენ, Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ისინი უფასოდ მუშაობდნენ და სანქციების სიაში შესატან კანდიდატთა გვარები ლონდონში უკრაინის საელჩოს გადასცეს. ეს იურისტები მხოლოდ ანონიმურობას ითხოვდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა თავიდან აეცილებინათ.



ლონდონში უკრაინის საელჩომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ შესაძლო სამომავლო სანქციებზე წინასწარ კომენტარის გაკეთება „უადგილოა,“ რადგან ამან შესაძლოა „მათი ეფექტი შეარბილოს.“


იურიდიული კომპანია Crowell & Moring-ის პარტნიორმა, მიშელ ლინდერმანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ სანქციების სიაში მეტი რუსის დამატება ლონდონს შესაძლოა, რუსულ ბიზნესინტერესებთან ბრძოლაში დაეხმაროს, კერძოდ, ამოავსოს „უზარმაზარი ხვრელი,“ რომლითაც ზოგიერთმა მდიდარმა რუსმა უკრაინის ომის დაწყებიდან თავისი აქტივების ოჯახის წევრებზე ან პარტნიორებზე, ასევე, მესამე მხარის სტრუქტურებზე გადაფორმება შეძლო. ამან აქტივების გაყინვას ხელი შეუშალა.


bpn.ge



თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up