ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.798 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 65 მლნ-ით მეტია გასულ კვირასთან შედარებით.
Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.20% წინა კვირასთან შედარებით და +17.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 528 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.60 - 25.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +14.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 497 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 19.66 - 22.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.