ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.864 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 25 მლნ სტერლინგით ნაკლებია წინა წლთნ შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, მხოლოდ Georgia Capital-ის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 26.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.21% წინა კვირასთან შედარებით და +2.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 271 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.95 - 27.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.23% წინა კვირასთან შედარებით და +0.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.50 - 22.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.08% წინა კვირასთან შედარებით და -2.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 214 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.09 - 7.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.