ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.794 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 60 მლნ სტერლინგით მეტი წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.64% წინა კვირასთან შედარებით და -8.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 611 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.30 - 26.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 126 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და - 7.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 238 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.55 - 22.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.22% წინა კვირასთან შედარებით და -5.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.30 - 7.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.