ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.734 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 275 მლნ სტერლინგით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.62% წინა კვირასთან შედარებით და -16.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 855 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.90 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 108 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.59% წინა კვირასთან შედარებით და - 15.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 559 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.65 - 23.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.05% წინა კვირასთან შედარებით და -7.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 477 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.25 - 8.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.