ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.733 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 53 მლნ-ით მეტია გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 24.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.83% წინა კვირასთან შედარებით და +24.36% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 455 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.75 - 25.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 98 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.23% წინა კვირასთან შედარებით და +24.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.05 - 22.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.21 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +13.54% წინა კვირასთან შედარებით და +19.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.36 - 7.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.