ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.933 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 69 მლნ სტერლინგით მეტია წინა წელთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სამივე კომპანიის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 26.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.32% წინა კვირასთან შედარებით და +5.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 173 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.80 - 26.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.64% წინა კვირასთან შედარებით და +3.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.60 - 23.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.04% წინა კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 81 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.35 - 7.58 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.