ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.194 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 166 მლნ სტერლინგით მეტი წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.53% წინა კვირასთან შედარებით და +6.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 532 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.30 - 29.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.12% წინა კვირასთან შედარებით და - 0.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 359 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.50 - 25.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.07% წინა კვირასთან შედარებით და +10.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 109 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.12 - 8.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.