ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.857 მლრდ გირვანქა სტერლინგია. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 26.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.93% წინა კვირასთან შედარებით და +9.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 805 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.35 - 26.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.45% წინა კვირასთან შედარებით და +1.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 339 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.80 - 22.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 86 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.58 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.40% წინა კვირასთან შედარებით და +6.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 362 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.40 - 7.59 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.