ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.902 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 93 მლნ სტერლინგით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 28.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.97% წინა კვირასთან შედარებით და +10.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.60 - 29.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.23% წინა კვირასთან შედარებით და - 1.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 295 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.90 - 22.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.03% წინა კვირასთან შედარებით და +4.53% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.77 - 8.01 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 190 ათასი აქცია შეადგინა.