ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.009 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 185 მლნ სტერლინგით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.67% წინა კვირასთან შედარებით და +1.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 527 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.20 - 30.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.85% წინა კვირასთან შედარებით და - 1.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.65 - 25.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.94 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.48% წინა კვირასთან შედარებით და +4.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 392 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.94 - 8.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.