ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.680 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 292 მლნ-ით მეტია გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 24.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +13.35% წინა კვირასთან შედარებით და +21.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 763 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.10 - 24.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 94 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.31% წინა კვირასთან შედარებით და +23.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 327 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.46 - 21.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.11% წინა კვირასთან შედარებით და +2.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.10 - 6.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა