ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.310 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 119 მლნ-ით მეტი გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ ვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 20.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.63% წინა კვირასთან შედარებით და -3.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 310 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 19.54 - 20.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 18.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.19% წინა კვირასთან შედარებით და +3.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 673 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.08 - 18.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.31 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.60% წინა კვირასთან შედარებით და -6.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 59 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.06 - 6.41 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 18 ათასი აქცია შეადგინა.