ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.388 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 78 მლნ-ით მეტი გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ ვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 21.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.43% წინა კვირასთან შედარებით და +6.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 436 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.35 - 22.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 18.94 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.38% წინა კვირასთან შედარებით და +14.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 366 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.20 - 19.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.28 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.48% წინა კვირასთან შედარებით და +3.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 67 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.90 - 6.38 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 15 ათასი აქცია შეადგინა.