ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.263 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 35 მლნ-ით ნაკლებია გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, შემცირებულია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 20.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.48% წინა კვირასთან შედარებით და -0.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 526 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.45 - 21.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 107 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.73% წინა კვირასთან შედარებით და - 2.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 653 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.04 - 18.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.