ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.191 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 5 მლნ-ით ნაკლები გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, შემცირებულია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.51% წინა კვირასთან შედარებით და -7.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 375 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 19.00 - 20.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 94 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.61% წინა კვირასთან შედარებით და - 6.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 219 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.68 - 18.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.99% წინა კვირასთან შედარებით და -13.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 77 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.98 - 6.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 19 ათასი აქცია შეადგინა.