ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.196 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 11 მლნ-ით მეტია გასულ კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, შემცირებულია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.44 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.21% წინა კვირასთან შედარებით და -6.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 369 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.96 - 20.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.38 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.20% წინა კვირასთან შედარებით და - 5.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 144 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.30 - 18.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.03 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.58% წინა კვირასთან შედარებით და -12.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.94 - 6.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.