ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.404 მლრდ გირვანქა სტერლინგია. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 21.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში(GBP), +2.66% წინა კვირასთან შედარებით და +25.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 367 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.30 - 21.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 99 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 18.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.04% წინა კვირასთან შედარებით და +22.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობისმოცულობამ 235 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.16 - 19.08 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირისგანმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.58% წინა კვირასთან შედარებით და +2.84% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობისმოვულობამ 334 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.78 - 6.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირისგანმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.