ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.733 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 53 მლნ-ით მეტია გასულ კვირასთან შედარებით.
Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.89% წინა კვირასთან შედარებით და +25.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 512 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 25.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 108 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.46% წინა კვირასთან შედარებით და +22.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 265 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.00 - 22.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.33% წინა კვირასთან შედარებით და +19.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 350 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.20 - 7.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.