ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.889 მლრდ გირვანქა სტერლინგია. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, მხოლოდ საქართველოს ბანკის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.41% წინა კვირასთან შედარებით და +3.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 498 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.80 - 27.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.86% წინა კვირასთან შედარებით და - 0.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.40 - 23.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 126 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და -4.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 74 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.07 - 7.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.