ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.298 მლრდ გირვანქა სტერლინგია. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 20.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.88% წინა კვირასთან შედარებით და +8.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 587 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.55 - 22.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.86% წინა კვირასთან შედარებით და - 0.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 327 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.96 - 19.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.16% წინა კვირასთან შედარებით და +2.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 326 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.80 - 7.16 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.