ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.824 მლრდ გირვანქა სტერლინგია, 54 მლნ სტერლინგით მეტი წინა კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.79% წინა კვირასთან შედარებით და +0.79% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.50 - 25.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 285 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.00 - 22.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 143 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.35% წინა კვირასთან შედარებით და -1.45% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 136 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.35 - 7.54 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.