ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.770 მლრდ გირვანქა სტერლინგია, 87 მლნ სტერლინგით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიაფდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.36% წინა კვირასთან შედარებით და +6.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 513 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.60 - 26.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.83% წინა კვირასთან შედარებით და +0.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.6 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.90 - 22.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 153 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.37% წინა კვირასთან შედარებით და +1.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 296 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.40 - 7.59 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.