ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.995 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 19 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.36% წინა კვირასთან შედარებით და +7.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 533 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.45 - 28.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.42% წინა კვირასთან შედარებით და - 5.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.90 - 22.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.77 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.30% წინა კვირასთან შედარებით და +5.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 2607 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.25 - 7.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 181 ათასი აქცია შეადგინა.