ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.976 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 182 მლნ სტერლინგით მეტი წინა კვირასთან შედარებით.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.91% წინა კვირასთან შედარებით და -4.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.85 - 28.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 124 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და - 8.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 186 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.00 - 23.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.29% წინა კვირასთან შედარებით და -6.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 195 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.65 - 7.97 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა