ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.001 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 75 მლნ სტერლინგით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, ორი კომპანიის აქციების ფასი გაიაფდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 26.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.73% წინა კვირასთან შედარებით და +0.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 166 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.70 - 27.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.82% წინა კვირასთან შედარებით და +10.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 137 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.00 - 24.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.40% წინა კვირასთან შედარებით და +4.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 98 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.50 - 7.66 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.