ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.028 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 196 მლნ სტერლინგით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით.
Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიაფდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.51% წინა კვირასთან შედარებით და +3.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.70 - 29.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.46% წინა კვირასთან შედარებით და - 0.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 268 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.85 - 26.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.99% წინა კვირასთან შედარებით და +8.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 349 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.02 - 8.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.