ლონდონის მეტალის ბირჟა მთავრობებთან რუსული მეტალის დაბლოკვას განიხილავს

ლონდონის მეტალის ბირჟა მთავრობებთან რუსული მეტალის დაბლოკვას განიხილავს

access_time2022-03-22 19:00:52

ლონდონის მეტალის ბირჟა (LME) მთავრობებთან განიხილავს, უნდა დაუშვას თუ არა რუსული ლითონები საკუთარ სასაწყობო ქსელში. ამის შესახებ ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ ჩემბერლენმა განაცხადა.  

Bloomberg TV-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ LME-ს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ის რაიმე სახის სისასტიკეს არ აფინანსებს. 

ბირჟა იხელმძღვანელებს მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე. ამჟამად ლითონის მსხვილი რუსი მწარმოებლები სანქცირებულთა შორის არ არიან.  

LME-ის სპილენძის კომიტეტმა - მრჩეველთა ჯგუფმა, რომელიც მსხვილი მაღაროელების, მოვაჭრეებისა და მომხმარებლების წარმომადგენლებისგან შედგება, გასულ კვირას მხარი დაუჭირა LME-ის საწყობებში რუსული ლითონის ახალი ტვირთების მიწოდების აკრძალვის შესახებ რეკომენდაციას. მისი დამტკიცება შესაძლოა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს ისედაც უკვე დაძაბულ ბაზრებზე.

"თუ ჩვენ ავკრძალავთ ლითონებს ჩვენს საწყობებში, ეს იქნება  გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ მთელი ბაზრის სახელით. ამჟამად რუსული მეტალი არ არის სანქცირებული და ამიტომ დაშვებულია",- თქვა ჩემბერლენმა.

ჩემბერლენი მომავალში მსგავს აკრძალვას არ გამორიცხავს. 


მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის აკრძალვას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მოსალოდნელია LME-ის ნიკელისა და ალუმინის ბაზრებზე, სადაც მწარმოებლები MMC Norilsk Nickel და United Co. Rusal International სავაჭრო ბრენდების დიდ ნაწილს ამარაგებენ. 

რაც შეეხება ნიკელის კრიზისს, რომელმაც ბირჟა შეძრა, ჩემბერლენი ამბობს, რომ LME მომხდარსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს განიხილავს. 

მან კიდევ ერთხელ დაიცვა 8 მარტის LME-ის საკამათო ინტერვენცია, როდესაც ჩინელ მაგნატსა და მის კომპანია Tsingshan Holding Group-ს დაახლოებით $3,9 მილიარდის ვაჭრობა გააუქმა. 

"ინტერვენციის მიზეზი არ იყო კლიენტის ეროვნება, არამედ მისი ზომა და სისტემური გავლენა. ჩვენ ამას გავაკეთებდით, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების იქნებოდა კლიენტი",- ამბობს ჩემბერლენი.


Businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up