ლონდონის საფონდო ბირჟამ 24 რუსული კომპანია, მათ შორის გაზპრომი, სბერბანკი, ლუკოილი და როსნეფტი დაბლოკა. მოსკოვის ბირჟის გახსნის მოლოდინში ეს კომპანიები ვეღარც ლონდონში ივაჭრებენ.
სანქციების კასკადის შემდეგ, ორშაბათს 28 თებერვალს, მოსკოვის ბირჟა სრული კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით დილით 09:00 სთ-ზე არ გაიხსნა, ის ჯერ 15:00 სთ-მდე, შემდეგ მეორე დღემდე გადაიდო, თუმცა არც 3 მარტს გახსნილა. 1998 წლის შემდეგ ეს ბირჟების ყველაზე დიდი დახურვაა.
რუსული ფინანსური და ენერგოგიგანტები 4 დღე ვაჭრობას ლონდონში განაგრძობდნენ რა დროსაც კაპიტალიზაციის 70-90 პროცენტი დაკარგეს.