ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.224 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 223 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 28.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.85% წინა კვირასთან შედარებით და +10.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 378 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.60 - 30.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.25% წინა კვირასთან შედარებით და +17.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.35 - 25.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.07 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.18% წინა კვირასთან შედარებით და +8.91% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 218 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.55 - 8.16 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.